ახალი ამბები
„თავგადასავალი 2019“ გაიხსნა
„თავგადასავალი 2019“ გაიხსნა

   აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან მაკალათიამ, წყემის ადმინისტრაციულ ერთეულში სკაუტური ბანაკი „თავგადასავალი 2019“ გახსნა. მერმა  ლიდერებსა და მონაწილეებს ეს დღე მიულოცა და სიტყვით მიმართა.  ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრსა და ყველა შესაბამის სტრუქტურას  მადლობა გადაუხადა პროექტის სათანადო დონეზე განხორციელებაში ჩართულობისთვის.

   ბანაკს 11-დან 25 წლამდე ბავშვებისა და ახალგაზრდების   პირველი ნაკადი  გუშინ ესტუმრა.  

   ღონისძიებაზე ბანაკის ლიდერებმა და მონაწილეებმა, ადგილობრივმა   შემსრულებლებმა არაერთი ლამაზი მუსიკალური ნომერი შესთავაზეს საზოგადოებას. 

   ბანაკის გახსნას ესწრებოდნენ: ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის, ბანაკების  მართვის სამსახურის უფროსი, იასონ კიზირია,   აბაშის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები.

   წყემში  სკაუტური ბანაკი „თავგადასავალი 2019“  მსოფლიო სკაუტური მოძრაობის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიით  ხორციელდება.  საბანაკე პროგრამა 8 დღისგან შედგება და აქტივობები მოიცავს, როგორც პრაქტიკულ, ისე თეორიულ ნაწილს. საბანაკე პერიოდში თითოეული მონაწილე დროს გაატარებს ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში, მათ ექნებათ შესაძლებლობა აიმაღლონ ცნობიერება სხვადასხვა მიმართულებით: ლიდერობა, ჯგუფური მუშაობა, გარემოსდაცვითი აქტივობები, პიონერინგი, ორიენტირება, თვითგადარჩენა, ლაშქრობის დაგეგმვა და ა.შ.

 

 

 

04-09-2019
აბაშის გერბი

აბაშის დროშა

ვიდეოკლიპი

აგვედევნეთ
 
 

 

ბანერები