ახალი ამბები
სკოლებში სარებილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
  სკოლებში სარებილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

  

    აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან მაკალათიამ, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

   უსაფრთხო  და  ჯანსაღი გარემოს შექმნის   მიზნით, 17  სკოლის რეაბილიტაციისთვის  380 501 ლარი დაიხარჯა. პროექტები  ხორციელდება ცენტრალური  ბიუჯეტის ასიგნებებით რეგიონული განვითარების სამინისტროსგან. 

     ტენდერში  გამარჯვებული  კომპანიების  (შ.პ.ს. „საფუძველი“,  შ.პ.ს. „გუდა“’,  შ.პ.ს. „ოსო“)   მიერ,  სკოლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა სახურავს, ჭერს, იატაკს, კედლებს, კიბის უჯრედებს, მოეწყო სველი წერტილები, შეიცვალა კარ-ფანჯრები.   სარებილიტაციო სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება.

    მოსწავლეები  ახალ  სასწავლო  წელს   რეაბილიტირებულ  სკოლებში   შეხვდებიან.

  

07-09-2019
აბაშის გერბი

აბაშის დროშა

ვიდეოკლიპი

აგვედევნეთ
 
 

 

ბანერები