ახალი ამბები
საინფორმაციო შეხვედრა სკაუტურ ბანაკში
საინფორმაციო შეხვედრა სკაუტურ ბანაკში

 

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან მაკალათია, აბაშისა და მარტვილის მაჟორიტარ დეპუტატთან, ოთარ დანელიასთან, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის უფროსთან, ლაშა შალამბერიძესთან, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილესთან, ვასილ ბასილაძესთან ერთად, წყემის ადმინისტრაციულ ერთეულში სკაუტური ბანაკის მონაწილეებს შეხვდა. მათ ახალგაზრდებს აზიური ფაროსანასა და სხვა მავნე ორგანიზმებთან ბრძოლის მეთოდები და მცენარეთა დასაცავად გასატარებელი სხვადასხვა ღონისძიება გააცნეს, სურსათის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე მიაწოდეს ინფორმაცია. შეხვედრის მონაწილეებმა ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და ამომწურავად უპასუხეს მათ მიერ დასმულ შეკითხვებს. ბანაკის მონაწილეებს დაურიგეს ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის საინფორმაციო ბუკლეტები და სტიკერები. ახალგაზრდებმა მადლობა გადაუხადეს სტუმრებს საინტერესო შეხვედრისათვის. აქტივობის მიზანი გახლდათ ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერებისა და პასუხისმგებლობის განვითარების ხელშეწყობა. „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული სააგენტო" ა(ა)იპ „საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაციასთან" თანამშრომლობით წყემში პირველად ატარებს სკაუტურ ბანაკს „თავგადასავალი 2019“. ბანაკი 4 სექტემბერს გაიხსნა, პროგრამა 8 დღისგან შედგება და აქტივობები მოიცავს, როგორც პრაქტიკულ, ისე თეორიულ ნაწილს. ბანაკში აბაშელ ახალგაზრდებთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ახალგაზრდებიც ისვენებენ.

08-09-2019
აბაშის გერბი

აბაშის დროშა

ვიდეოკლიპი

აგვედევნეთ
 
 

 

ბანერები