ახალი ამბები
„ცოცხალი წიგნები“ აბაშაში
„ცოცხალი წიგნები“ აბაშაში

   აბაშის მუნიციპალიტეტს  მწერლები:  ირმა ბერიძე, ელა გოჩიაშვილი, კატო ჯავახიშვილი, დავით რობაქიძე, გიორგი შონია, გივი ჩიღვინაძე  ესტუმრნენ.   შეხვედრა კულტურისა და ხელოვნების განვითარების ხელოვნების ცენტრის  დარბაზში  გაიმართა.   მკითხველებს საკუთარი შემოქმედების, წიგნის, პოეზიის შესახებ ესაუბრნენ. წაიკითხეს საკუთარი ლექსები და ნაწყვეტები მოთხრობებიდან.

  შეხვედრაზე გამოვიდნენ: მილდა, მაკა ჩაგანავები, დინარა გვაზავა, გიგა ქვილითაია, ნორჩი მკითხველ-დეკლამატორები ნატალი ქვილითაია და მარიამ თოფურია. სტუმრებმა გოგონებს საყმაწვილო ჟურნალები უსახსოვრეს. საბავშვო წიგნები და ჟურნალები გადასცეს, აგრეთვე, მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკას.
 „ცოცხალი წიგნები" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და ,,პოეზიის მეგობართა კლუბის’’ ერთობლივ საგანმანათლებლო-ლიტერატურული პროექტია. იგი 2015 წლის, 14 აპრილს „ქართული ენის“ დღეს დაიწყო. პროექტის ფარგლებში, თანამედროვე ცნობილ ქართველ პოეტთა და პროზაიკოსთა მობილური ჯგუფები ქვეყნის მასშტაბით სხვდასხვა რეგიონში მოგზაურობენ და მკითხველებს ხვდებიან.

01-10-2019
აბაშის გერბი

აბაშის დროშა

ვიდეოკლიპი

აგვედევნეთ
 
 

 

ბანერები