ახალი ამბები
ახალი სასწავლო წელი დაიწყო
 ახალი სასწავლო წელი დაიწყო

  აბაშის   მუნიციპალიტეტის  მერის პირველი მოადგილე, ირაკლი პერტენავა  პირველ საჯარო სკოლას ესტუმრა და  მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს, განსაკუთრებით კი, პირველკლასელებს   ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებული წელი უსურვა.

ყველა საჯარო სკოლის პირველი კლასის  მოსწავლემ  საჩუქრად პორტაბელური კომპიუტერი მიიღო.   უფასო  სახელმძღვანელოები  გადაეცათ მოსწავლეებს.

აბაშის მუნიციპალიტეტში წელს 17 სკოლის რეაბილიტაციისთვის 380 501 ლარი დაიხარჯა. პროექტი  ცენტრალური ბიუჯეტის ასიგნებებით რეგიონული განვითარების სამინისტროსგან განხორციელდა. პროექტის ფარგლებში სკოლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა სახურავს, ჭერს, იატაკს, კედლებს, კიბის უჯრედებს, მოეწყო სველი წერტილები, შეიცვალა კარ-ფანჯრები. მოსწავლეები ახალ სასწავლო წელს რეაბილიტირებულ სკოლებში შეხვდნენ.

 

 

 

 

 

16-09-2019
აბაშის გერბი

აბაშის დროშა

ვიდეოკლიპი

აგვედევნეთ
 
 

 

ბანერები