ახალი ამბები
სოციალური დახმარების გაცემის კომისიის სხდომა გაიმართა
სოციალური დახმარების გაცემის კომისიის სხდომა გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში სოციალური დახმარების გაცემის კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. მერის პირველმა მოადგილემ, კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი პერტენავამ, მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური სამსახურის უფროსმა, კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა თელიამ, კომისიის წევრებთან ერთად განიხილეს მოქალაქეთა 19 განცხადება. მიზნობრივ ჯგუფებს განესაზღვრათ შესაბამისი ფულადი დახმარება: 1.მრავალშვილიანი  ოჯახების დახმარების პროგრამით  4 ოჯახზე 1200 ლარი. 2. ახალშობილთა ოჯახების დახმარების პროგრამით 3 ოჯახზე 750 ლარი.

  მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების პროგრამით დაფინანსდა 12 ბენეფიციარი. ჯამში    4 496 ლარი.

02-10-2019
აბაშის გერბი

აბაშის დროშა

ვიდეოკლიპი

აგვედევნეთ
 
 

 

ბანერები