ახალი ამბები
ხიდის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს
ხიდის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს

    აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან მაკალათია, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, ქოლობნისა და ტყვირის შიდა სამიმოსვლო საავტომობილო გზაზე ხიდის  მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო. ხიდი მუნიციპალიტეტს აკავშირებს გზის   მიმდებარედ  არსებულ  6  სოფელს.

  პროექტი ითვალისწინებს: * ხიდის გაბარიტებს - 8X12მ. მათ შორის: სავალი ნაწილის სიგანე 6 მ. ტროტუარების სიგანე თითო მეტრი, საერთო სიგრძე 12მ.  * რკინა-ბეტონის ბურჯების მოწყობას ნაპირის ორივე მხარეს. *ხიდის მოწყობას სახიდე რკინა-ბეტონის კოჭებით. *რკინა-ბეტონის ხიდის ზედაპირზე გამაერთიანებელი რკინა-ბეტონის ფილის მოწყობას. * რკინა-ბეტონის ფილაზე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობას. * ხიდზე, არსებული სტანდარტების დაცვით რკინის მოაჯირების მოწყობას. *კალაპოტის ორივე მხარეს ხიდზე რკინა-ბეტონის წყალამრიდების მოწყობას.

   პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან       588 987,00 ლარით ფინანსდება.  სამუშაოები, რომელსაც   შ.პ.ს. “construction service” ასრულებს,  ივლისში დაიწყო და დეკემბერში დასრულდება.

    2017 წლის 15-16 ოქტომბერს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზიანდა საავტომობილო ხიდი. მოვარდნილმა წყალმა გამორეცხა ხიდის საყრდენი, რამაც გამოიწვია წყალამრიდების ჩამოშლა, ხოლო 2018 წლის 9 ნოემბერს მოხდა ხიდის სრული ნგრევა.

 

 

 

 

 

03-10-2019
აბაშის გერბი

აბაშის დროშა

ვიდეოკლიპი

აგვედევნეთ
 
 

 

ბანერები