ახალი ამბები
მასწავლებლის დღე
მასწავლებლის დღე

   აბაშის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის დარბაზში    მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი  ღონისძიება გაიმართა.

  ღონისძიებას ესწრებოდნენ პედაგოგები, მოსწავლეები, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.
   მასწავლებლებს ეს ლამაზი დღე მიულოცეს   დეკანოზმა კონსტანტინე კაჭარავამ, აბაშის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, მერაბ მიგინეიშვილმა, საპატიო აბაშელმა, სიმონ ჩიქოვანის სახლ-მუზეუმის დერექტორმა  ელეონორა ჩიქოვანმა, მერიის  კულტურის სამსახურის განათლების განყოფილების უფროსმა ნათია მელიამ.

   პედაგოგებს, რომლებიც  ხანგძლივი მოღვაწეობის შემდეგ სკოლას გამოემშვიდობნენ, აბაშის მუნიციპალიტეტის მერიისგან მადლობის სიგელები გადაეცათ.
  სამახსოვრო საჩუქარი აღმზრდელ პედაგოგს ციალა ღვინჯილიას გადასცა  მერიის კულტურის სამსახურის განათლების განყოფილების უფროსმა სპეციალისტმა მაკა ჩაგანავამ.
კონცერტში  მონაწილეობდნენ კულტურისა და ხელოვნების განვითარების  ცენტრის შემსრულებლები და საჯარო სკოლების პედაგოგები.

 

04-10-2019
აბაშის გერბი

აბაშის დროშა

ვიდეოკლიპი

აგვედევნეთ
 
 

 

ბანერები