ახალი ამბები
საექიმო ამბულატორიების მშენებლობა მიმდინარეობს
 საექიმო ამბულატორიების მშენებლობა მიმდინარეობს

    აბაშის მუნიციპალიტეტის 10 ადმინისტრაციულ ერთეულში  საექიმო ამბულატორია შენდება.

   ამბულატორიების მიმდინარე სამუშაოები აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან მაკალათიამ,  შესაბამისი სამსახურების უფროსებთან ერთად დაათვალიერა.

    მაცხოვრებლები  თანამედროვე სტანდარტების მქონე ამბულატორიით ისარგებლებენ. შენობები  ტექნიკითა და შშმ პირთათვის განკუთვნილი შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვება, შესაძლებელი იქნება თანამედროვე მოთხოვნათა გათვალისწინებით განხორციელდეს მოსახლეობის სამედიცინო მომსახურება.

  პროექტი აბაშის მუნიციპალიტეტში საქართველოს მთავრობის დადგენილებით,  ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის  ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან   ჯამში 1 000  000  ლარით  ფინანსდება.

   ნორიოს, ნაესაკოვოს, მარნისა და ქოლობნის ადმინისტრაციულ ერთეულებში  სამუშაოებს ასრულებს შ.პ.ს. „ოსო“, სუჯუნის, კეთილარის, ონტოფოსა და გეზათის ადმინისტრაციულ ერთეულებში შ.პ.ს. „ჯი ემი. G-M”, სამიქაოსა და ზანათის ადმინისტრაციულ ერთეულებში კი_შ.პ.ს. „ნიჯო 2001“

  ამბულატორიების მშენებლობები სექტემბერში დაიწყო და  დეკემბერში დასრულდება.

07-10-2019
აბაშის გერბი

აბაშის დროშა

ვიდეოკლიპი

აგვედევნეთ
 
 

 

ბანერები